უკრაინული დესანტის შიშით, რუსეთი ყირიმის სანაპიროს ნაღმავს - უკრაინის დაზვერვა
დროებით ოკუპირებულ ყირიმში ოკუპანტები ნაწილობრივ ნაღმავენ სანაპირო ზოლს, რათა თავიდან აიცილონ უკრაინული ჯარების დესანტი. ამ ინფორმაციას და შესაბამის ფოტომასალას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, ყირიმში რუსები სანაპირო ზოლის კიდევ უფრო გაძლიერებას ცდილობენ. კერძოდ, ნაღმების, თხრილებისა და ტრანშების ქსელი სანაპიროზე, სოფელ მოლოჩნოიეს (საქსკის რაიონი) მახლობლად შენდება.
გარდა ამისა, ოკუპანტები აგრძელებენ ბეტონის ტანკსაწინააღმდეგო პირამიდების დამონტაჟებას მძიმე ტექნიკის შესაჩერებლად.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა აღიარა, რომ უკრაინას ყირიმის დაბრუნება რუსეტში შიდა კრიზისის ფონზე, ბრძოლის გარეშე შეუძლია.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა ოქტომბრის შუა რიცხვებში იწინასწარმეტყველა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი 2023 წლის ზაფხულის დასაწყისისთვის დასრულდება.