უკრაინულმა ავიაციამ საოკუპაციო ძალები დაბომბა
23 ივნისს უკრაინულმა თვითმფრინავებმა SU-25 და SU-24M რუსი ოკუპანტები დაბომბეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა 24 ივნისს Telegram-ზე იტყობინება.
"23 ივნისს მოიერიშე თვითმფრინავებმა SU-25 დაSU-24M მძლავრი საჰაერო დარტყმები მიიტანეს საოკუპაციო ძალებსა და ლოგისტიკურ ცენტრებზე. ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით დამრტყმელმა ჯგუფებმა დაბომბეს მტრის საბრძოლო მასალის საცავი, 30 ერთეული ჯავშანტექნიკა, ცოცხალი ძალა, ასევე საბრძოლო ტექნოლოგიების სარემონტო-აღდგენითი ცენტრი", - ნათქვამია განცხადებაში.