Укравтодор: უკრაინაში რუსული აგრესიის გამო 24 000 კმ გზა განადგურდა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭღუს შედეგად განადგურდა 24 000 კმ გზა, აქედან 9 000 კმ ეროვნული მნიშვნელობის გზები. ამის შესახებ უკრაინის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტოს (Укравтодор) თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ანდრეი ივკომ 6 მაისს განაცხადა. ივკომ ასევე აღნიშნა, რომ 300-ზე მეტი ხიდი დაზიანდა.

"მთავარი ამოცანაა გავაკეთოთ გადასასვლელები, სადაც ხიდებია დანგრეული, ჩვენ უკვე დავამონტაჟეთ 30 დროებითი ნაგებობა, რომლებზეც შეგიძლიათ გადაადგილება. ჩვენ გავწმინდეთ 750 კმ გზა სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის სახელმწიფო გზებზე. კიევის რეგიონში 220 კმ კომუნალური გზები გაიწმინდა, საუბარია ირპენზე, ბუჩაზე, გოსტომელზე და კიდევ 260 კმ ეროვნული მნიშვნელობის გზა. ჩვენ დავამონტაჟეთ 17 დროებითი ნაგებობა და ამჟამად ვმუშაობთ კიდევ ორის აღდგენაზე", - განაცხადა მან.

Укравтодор-ის უფროსის მოადგილის თქმით, გზების აღდგენის პრიორიტეტები უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და სამხედრო ადმინისტრაციასთან ერთად განისაზღვრება. სწორედ ისინი ამბობენ, თუ რომელი გზები ან ხიდებია საჭირო სამხედრო და ჰუმანიტარული მიზნებით.

 

მსგავსი სიახლეები