Укрэнерго: უკრაინა ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტს 2.5-ჯერ გაზრდის

ევროპული ენერგეტიკული სისტემის ENTSO-E ოპერატორებმა 30 ივლისიდან უკრაინიდან ელექტროენერგიის ექსპორტის დღეში 100-დან 250 მეგავატამდე გაზრდის უფლება გასცეს. ამის შესახებ ფეისბუქზე 28 ივლისს Укрэнерго-ს გამგეობის ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ კუდრიცკიმ განაცხადა.

"ჩვენთვის ეს მოსალოდნელი გადაწყვეტილებაა, რადგან ევროკავშირში ექსპორტის განახლების დაწყებიდან, ყოველდღიურად ვიღებთ ანგარიშებს ENTSO-E ტექნიკური სპეციალისტებისგან, რომლებიც ადასტურებენ, რომ უკრაინული ელექტროენერგიის ექსპორტი კონტინენტურ  ელექტრო ქსელში სინქრონიზებულია, სტაბილურია და არ ახდენს ნეგატიურ გავლენას სისტემაზე", - განაცხადა მან.

უკრენერგოს ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ევროპელ პარტნიორებს ერთობლივი მუშაობისთვის და უკრაინის ენერგეტიკული სექტორის როლის გააზრებისთვის ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში.

"ევროკავშირი აღიარებს უკრაინული ელექტროენერგიის როლს, რომელიც მათ ეხმარება ტოქსიკური რუსული გაზის ჩანაცვლებაში და საშუალებას აძლევს უკრაინას გამოიმუშაოს თანხა გათბობის სეზონისთვის მოსამზადებლად", - დასძინა კუდრიცკიმ.

2022 წლის 16 მარტს უკრაინა კონტინენტური ევროპის ერთიან ენერგეტიკულ სისტემას, ENTSO-E-ს შეუერთდა.

ენერგეტიკის სამინისტროს პროგნოზით, 2022 წლის ბოლომდე უკრაინა ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტიდან 1.5 მილიარდ ევრომდე გამოიმუშავებს.

მსგავსი სიახლეები