უკრაინის რადამ კურილიის რამდენიმე კუნძული რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარა

7 ოქტომბერს უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა №2662-IX რეზოლუციას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მოუწოდებს რუსეთის საკუთრებაში არსებული კურილიის კუნძულების ჩრდილოეთ ტერიტორიები იაპონიის საკუთრებად ცნოს.

დოკუმენტის პროექტი 6 ოქტომბერს წარადგინეს და მის ავტორად არაერთი სახალხო დეპუტატია დასახელებული, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი.

სხდომათა დარბაზში რეზოლუციის პროექტს მხარი 287-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა, წერს Zakhid.net.

მიმართვის ტექსტში ნათქვამია, რომ რადა "მხარდაჭერას უცხადებს იაპონიის პოზიციას მის ჩრდილოეთ ტერიტორიებთან დაკავშირებით; აღიარებს, რომ ეს ტერიტორიები კვლავ რჩება რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის ქვეშ; მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას გააკეთოს ყველაფერი, რათა გაფორმდეს იაპონიის ჩრდილოეთ ტერიტორიების სწორი სტატუსი".

ასევე, უკრაინის პარლამენტმა მიმართა გაეროს, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას (სუამ), სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტებს "თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის და შესაბამისი ქმედებებისთვის იაპონიის ჩრდილოეთ ტერიტორიების სტატუსის გადასაწყვეტად".

მსგავსი სიახლეები