უმცროსი ტრამპი: მამას ვესაუბრე, კარგ ხასიათზეა, არასდროს შეწყვეტს ბრძოლას
დონალდ ტრამპის ვაჟი, დონალდ ტრამპ უმცროსის განცხადებით პენსილვანიაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ შესანიშნავ ხასიათზეა.
"რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე მამას, ის შესანიშნავ ხასიათზეა. ის არასდროს შეწყვეტს ბრძოლას ამერიკის გადასარჩენად" - ნათქვამია განცხადებაში.
კონტექსტი
პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს დონალდ ტრამპს სავარაუდოდ ესროლეს, დაცვის თანამშრომლებმა პოლიტიკოსი სწრაფად გაიყვანეს სცენიდან.
ტრანსლაციის კადრებში ჩანს, რომ დონალდ ტრამპი ხელს ყურთან იკიდებს. კადრებში ჩანს, რომ დონალდ ტრამპს სისხლი მოდის სახის არეში, თუმცა პოლიტიკოსი დამოუკიდებლად გადაადგილდება.
მალევე გავრცელდა პოლიტიკოსის წინასაარჩევნო შტაბის განცხადება, რომლის მიხედვითავ პოლიტიკოსის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"პრეზიდენტი ტრამპი მადლობას უხდიეს სამართალდამცველებს და სხვა პირებს, რომლებიც პირველები იყვნენ შემთხვევის ადგილზე, ამ შემზარავი აქტის დროს. დონალდ ტრამპი თავს კარგად გრძნობს, ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადის შემოწმებას" - ნათქვამია განცხადებაში.
ABC News-ის ცნობით, ტრამპზე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, ასევე მოკლულია როგორც მინიმუმ ერთი თვითმხილველი, ვრცელდება ცნობები კიდევ ერთი დაჭრილის შესახებ.
მომხდარს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა ჯო ბაიდენი - აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, მომდევნო საათებში აპირებს დონალდ ტრამთან საუბარს.