უნგრეთი მძიმე ეკონომიკურ პასუხს მიიღებს, თუ უკრაინის დახმარებას შეაჩერებს
იმ შემთხვევაში, თუ ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის გადასაცემ 50 მილიარდი ევროს დახმარებას კვლავ ვეტოს დაადებს, მაშინ ევროკავშირი საპასუხო ზომებს მიმართავს, იგულისხმება დაფინანსების შეწყვეტა, რაც პოტენციურ ინვესტორებს შეაშინებს და უნგრეთის ეკონომიკისთვის მძიმე დარტყმა იქნება.
ამას იუწყება გამოცემა Financial Times-ი, სადაც ამბობენ, რომ ევროკავშირის საპასუხო სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტი, მათ კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა.
ევროკავშირის სტრატეგიის თანახმად, სამიზნე გახდება უნგრეთის ეკონომიკის სუსტი მხარეები - საუბარია ვალუტის დასუსტებასა და ინვესტორების "შეშინებაზე", რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს სამუშაოებისა და ეკონომიკის ზრდას.
1 თებერვალს გასამართ სამიტზე, თუკი ორბანი კვლავ გააგრძელებს უკრაინისთვის გადასაცემი დახმარების დაბლოკვას, მაშინ ევროკავშირის ლიდერები, ყველა ტიპის დახმარების შეჩერების შესახებ განცხადების გაკეთებას ფიქრობენ, რაც მნიშვნელოვან დარტყმას წარმოადგენს უნგრეთის ეკონომიკისთვის.
"ამით, ვიქტორ ორბანს ევროპა ეუბნება - საკმარისია, და დროა, რომ მწყობრში ჩადგე. თუკი შენ პისტოლეტი გაქვს, ჩვენ ხელში ბაზუკა გვიკავია."- ასე შეაფასა სიტუაცია მუჯტაბა რაჰმანმა, Eurasia Group-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა.
ევროკავშირში მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ ბრიუსელის დაფინანსების გარეშე, ევროპელი და საერთაშორისო ინვესტორები ნაკლებად იქნებიან დაინტერსებული უნგრეთში ინვესტიციების გაკეთებით, რამაც "შეძალოა სწრაფად გამოიწვიოს დეფიციტს გაზრდა და ვალუტის გაუფასურება."
FT-ის ინფორმაციით, არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი ეთანხმება უნგრეთის მიმართ მკაცრი ნაბიჯების გადადგმას, რადგანაც ისინი დაიღალნენ, მუდმივი შანთაჟის სტრატეგიით.
თავის მხრივ, უნგრეთის ევროკავშირის მინისტრი იანოშ ბოკა გამოცემასთან საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია უკრაინაზე მისაღები გადაწყვეტილებისა და ევროკავშირის დახმარების ერთმანეთთან დაკავშირება.
მან ასევე აღნიშნა, რომ წნეხი უნგრეთის წინააღმდეგ შედეგიანი არ იქნება, თუმცა, აქვე დაამატა, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის.
"უნგრეთს ახლაც და მომავლშიც სურს უფრო კონსტრუქციულად მონაწილეობა მოლაპარკებებში."- განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, უნგრეთი მზად იქნება მხარი დაუჭიროს დახმარებას, იმ შემთხვევაში, თუკი ყოველწლიურად ექნება ვეტოს დადების უფლება, ტრანშების გადარიციხვის დროს, რასაც ევროკავშირის სხვა ლიდერები არ ეთანხმებიან და მიაჩნიათ, რომ ეს ორბანისთვის, შანტაჟის გაგრძელების კიდევ ერთი საშუალება იქნება.
ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, რომელიც გამოცემას ესაუბრა, უნგრეთის საბოლოოდ ვეტოს დადებას არ განიხილავს, თუმცა, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, გეგმა ბ-ს წარმოადგენს ევროკავშირის გარეთ, 26 ქვეყნის მიერ დახმარების გააგზავნა, რასაც უფრო დიდი დრო და შიდა პროცედურების გავლა დასჭირდება.