უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მინსკში ჩავიდა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ბელორუსის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის, მინსკში ჩავიდა.
მან ფეისბუქზე დაწერა, რომ ის ბელორუსში "მშვიდობის პოზიციას" წარმოადგენს.
"უკრაინაში ომის ესკალაცია ხდება, უფრო მეტი ადამიანი იღუპება ბრძოლების გამო. ადამიანთა სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ ახლა და ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით. უნგრეთი მოელის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრი იმოქმედებს მშვიდობის სახელით, თანაც რაც შეიძლება მალე. და მოერიდეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ომის გახანგრძლივება ან ესკალაცია", - წერს მინისტრი.
სიიარტო დარწმუნებულია, რომ ბელორუსში მის ვიზიტს, რომელიც რუსეთის უახლოესი მოკავშირეა, გააკრიტიკებენ.
"მაგრამ ჩვენი პოზიცია ნათელია: კომუნიკაციის არხები ღია უნდა იყოს", - აღნიშნა მან.