უნგრეთმა კვლავ დაბლოკა სანქციები პატრიარქ კირილის წინააღმდეგ

უნგრეთმა კვლავ დაბლოკა ევროკავშირის ზოგიერთი წევრის მცდელობა, დაემატებინათ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი (ვლადიმირ გუნდიაევი) სანქციების სიაში. ამის შესახებ Radio Free Europe / Radio Liberty-ის რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა თავის წყაროებზე დაყრდნობით ტვიტერზე დაწერა.

"ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ სცადა სანქციების დაწესება პატრიარქ კირილის წინააღმდეგ, მაგრამ უნგრეთმა, ისევე როგორც წინა ჯერზე, დაბლოკა ისინი", - წერს ის.

ჟურნალისტის თქმით, ბუდაპეშტმა განმარტა თავისი პოზიცია და განაცხადა, რომ რელიგიური მოღვაწეები სანქციების სიაში არ უნდა იყვნენ.

იოზვიაკმა სხვა დეტალებზე არ ისაუბრა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ კირილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განზრახვაზე 28 სექტემბერს ისაუბრა, წერს ERR.

ეს ევროკავშირის მიერ კირილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მეორე მცდელობა მაინც არის. მედია წერდა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის სიაში მოხვდებოდა, თუმცა უნგრეთის პოზიციიდან გამომდინარე, ის სიიდან ამოიღეს. სიის საბოლოო ვერსიაში რუსეთის პატრიარქი არ არის.

მსგავსი სიახლეები