უნგრეთმა რუსეთთან ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის განრიგი შეათანხმა
უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია Росатом-მა ხელი მოაწერეს ატომური ელექტროსადგური პაკშ-2-ის მშენებლობის განრიგს.
ამის შესახებ 14 ნოემბერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ და Росатом-ის გენერალურმა დირექტორმა ალექსეი ლიხაჩოვმა განაცხადეს, რომლებმაც ერთად მოინახულეს მშენებლობის პროცესი.
სიიარტოს თქმით, ორი ახალი ატომური ელექტროსადგურის ქსელთან დაკავშირება 2030-იანი წლების დასაწყისშია დაგეგმილი.
"ძალიან გრძელი გზა იყო, მაგრამ საბოლოოდ დაიწყო რეალური მშენებლობა და არა დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სამუშაო," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თავის მხრივ, ლიხაჩოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია "განსაკუთრებულ ყურადღებას" დაუთმობს პროექტს და "საუკეთესო ძალებს" მიმართავს. მისი თქმით, ამ პროექტზე ყურადღება გაიზრდება.
რუსეთმა და უნგრეთმა პაკშის ატომურ ელექტროსადგურზე ორი ახალი ენერგობლოკის მშენებლობის შესახებ შეთანხებას ხელი 2014 წელს მოაწერეს. პროექტის ჯამური ღირებულება 12.5 მილიარდი ევროა.
2022 წლის აგვისტოში უნგრეთის ატომური ენერგიის სამსახურმა Росатом-ს ელექტროსადგურების მშენებლობის ლიცენზია მისცა.