უნიკალური ესტონური გამოცდილება - რიყის პარკში ,,აზრთა ფესტივალი’’ გაიმართება

9 სექტემბერს, თბილისში, უნიკალური ესტონური გამოცდილება გაზიარდება.

რიყის პარკის სივრცეში ,,აზრთა ფესტივალი’’  გაიმართება. ფესტივალის ძირეული მიზანია სამოქალაქო განათლებისა და დებატების კულტურის გაძლიერება.

2023 წლის 9 სექტემბერს, რიყის პარკი 12:00 საათიდან ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს ,,აზრთა ფესტივალზე’’ უმასპინძლებს - ფესტივალი ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქისთვის, სადაც სხვადასხვა სივრცეში, სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, პარალელურ რეჟიმში მიმდინარე პანელურ დისკუსიებს შეგიძლიათ დაესწროთ.

აზრთა ფესტივალის ოფიცალურ ვებ-გვერდზე, ფესტივალი შეფასებულია, როგორც მოვლენა, სადაც ადამიანები იგებენ, თუ რას ფიქრობს მათი ქვეყანა სხვადასხვა საკითხზე. ესტონეთში აზრთა ფესტივალი არის ადგილი, სადაც თანამოაზრებს ხვდები და ასევე განსხვავებული მოსაზრებების მოსმენისა და საკითხის სხვაგვარად დანახვის შესაძლებლობას პოულობ. (წყარო https://arvamusfestival.ee/en/what-is-arvamusfestival/)

საქართველოში ,,აზრთა ფესტივალი’’ ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრის ESTDEV-ის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში თბილისსა და ზუგდიდში უნდა გაიმართოს.

ესტონური ორგანიზაცია Mondo ფესტივალის ქართულ რეალობაში გადმოტანას ორი ადგილობრივი ორგანიზაციის დახმარებით შეეცდება.

,,ტოლერანტობის სამყარო’’ და ,,ასოციაცია მერკური’’ ესტონური პრაქტიკის გაზიარებაში მთავარ როლს კისრულობენ. ამ ორგანიზაციების წევრები სულ ცოტახნის წინ, ესტონეთში ვიზიტით იმყოფებოდნენ და საკუთრი თვალით ნახეს ნამდვილი ესტონური arvamusfestival-ი იგივე ,,აზრთა ფესტივალი’’.

განათლება, მეწარმეობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, გარემოს დაცვა, მომავლის ტექნოლოგიები ეს მცირედია სადისკუსიო თემების ფართო სპექტრიდან, რომელთა გარშემოც საინტერესო სპიკერები მოქალაქეების ჩართულობით ისაუბრებენ. ფესტივალი დამსწრეებს საინტერესო მუსიკალურ გამოცდილებას, ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენასა და სხვა გასართობს უმზადებს.

ღონისძიების მხარდამჭერია ესტონეთის საელჩო საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:
https://www.facebook.com/OpinionFestivalGeorgia


მსგავსი სიახლეები