უოლესი: რუსეთის დანაკარგები დაჭრილებთან და დეზერტირებთან ერთად 80 ათასი სამხედროა

ბრიტანეთის შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში რუსეთის ზარალი დაახლოებით 80 ათასი ადამიანია. საუბარია არა მხოლოდ დაღუპულებზე, არამედ სხვა დანაკარგებზეც. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა BBC Radio 4-თან ინტერვიუში განაცხადა.

უოლასმა თქვა, რომ რუსეთი ამჟამად "ძალიან მყიფე პოზიციაშია" და განმარტა, რომ მისი პროგრესი შეიძლება გაიზომოს "კვირაში მეტრებით და არა მილებით".

"ჩვენ ვაკვირდებით რუსების დანაკარგებს - თუ შევაჯამებთ დაღუპულებს, დაჭრილებს და დეზერტირებას - ეს არის მათი შეიარაღებული ძალების 80 000 ჯარისკაცზე მეტი. ეს არის 80 000 ექვს თვეში, 15 000-თან შედარებით, რაც მათ დაკარგეს ავღანეთში 10 წლიანი ომის განმავლობაში." - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები