ვენაში სავალდებულო ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ათასობით ადამიანმა მთავრობის მიერ დაანონსებული სავალდებულო ვაქცინაცია გააპროტესტა.
ავსტრიის პარლამენტი რამდენიმე დღეში ამ საკითხზე კენჭისყრას ჩაატარებს და ავსტრიის ყველა მცხოვრებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება.
ავსტრია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, სადაც ვაქცინაცია ყველასთვის სავალდებულო იქნება.
მთავრობის მიერ რეგულაციების გამკაცრება ავსტრიაში ომიკრონ ვარიანტის გავრცელებას მოჰყვა.
ავსტრიის მთავრობამ წინა თვეში მოქალაქეებს სთხოვა, რომ ხალხმრავალი შეკრებებისგან თავი შეეკავებინათ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 1.4 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა და 14 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.