ვერეშჩუკი: რუსეთის ტყვეობაში 2500 უკრაინელი რჩება

დაახლოებით 2500 ადამიანი კვლავ რუსეთის ტყვეობაში იმყოფება. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა "BBC News Ukraine"-თან ინტერვიუში განაცხადა.

"საუბარია 2.5 ათას ტყვეზე. ხალხი რჩება ტყვეობაში და ყველაზე ცუდი ის არის, რომ იქ რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. მშვიდობიანი მოქალაქეები ზედიზედ რამდენიმე გაცვლაზე არ გაუთავისუფლებიათ. ჩვენ უნდა დავსვათ კითხვები და მოვითხოვოთ მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლება. მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა დააბრუნონ და არა გაცვალონ", - ამბობს ის.

მინისტრის თქმით, რუსების ტყვეობაში ბევრი ქალია.

"ბევრი ქალი დარჩა ტყვეობაში, თუ გავითვალისწინებთ, რომ აზოვსტალადან 131 ქალი გავიდა, წარმოიდგინეთ, რამდენი ქალია ტყვეობაში, მხოლოდ რამდენიმე დააბრუნეს, ქალები უნდა გათავისუფლდნენ, საშინლად ექცევიან, დასცინიან. ჩვენს ქალებს სცემენ. მსოფლიომ ჩუმად არ უნდა უყუროს და დააკვირდეს, როდესაც ჩვენს ქალებს ციხეში კლავენ", - დასძინა ვერეშჩუკმა.

მსგავსი სიახლეები