ვერეშჩუკი: უკრაინის ეკონომიკამ ომის გამო დაახლოებით 600 მილიარდი დოლარი დაკარგა

უკრაინის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსეთმა, როგორც აგრესორმა სახელმწიფომ, სრულად აანაზღაუროს უკრაინის ზარალი და პასუხი აგოს. ამის შესახებ 5 აპრილს უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

მისი თქმით, წინასწარი შეფასებით, უკრაინაში 24 თებერვლიდან "დაზიანდა, დაინგრა ან განადგურდა" 533 საგანმანათლებლო დაწესებულება, 196 საავადმყოფო, 300 საბავშვო ბაღი, რვა სამოქალაქო აეროპორტი და 10 სამხედრო აეროდრომი, 129 ქარხანა/საწარმო, 22 ათას კმ-ზე მეტი გზა და 266 ხიდი.

ფიზიკური ინფრასტრუქტურის პირდაპირი ზარალი, კიევის ეკონომიკის სკოლის ექსპერტების შეფასებით, 1 აპრილისთვის მინიმუმ 68 მილიარდი დოლარია.

ვერეშჩუკის თქმით, რეინტეგრაციის სამინისტრო, მთავრობის დადგენილებით, კოორდინაციას გაუწევს ყველა სამინისტროს მუშაობას ზარალის შესაფასებლად. ზარალი შეფასდება 15 კატეგორიაში, მაგალითად, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, გარემოს, კულტურული მემკვიდრეობის და ა.შ.

მსგავსი სიახლეები