ვოლნოვახასთან უკრაინელებმა რუსული სუ-25 ჩამოაგდეს
4 მარტს დონეცკის ოლქის ქალაქ ვოლნოვახასთან უკრაინელმა სამხედროებმა რუსული მოიერიშე სუ-25 ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსამსახური იტყობინება.
"დღეს გაერთიანებული ძალების საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ვოლნოვახას ცაზე მოწინააღმდეგის კიდევ ერთი მოიერიშე სუ-25 ჩამოაგდეს", - ნათქვამია განცხადებაში.
გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ ოკუპანტების თვითმფრინავი იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებლებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იყენებდა.
თვითმფრინავის პილოტმა კატაპულტირება შეძლო და ახლა მას ეძებენ.