ვოლოდინი: გლობალური ეკონომიკის განვითარება რუსეთის გარეშე შეუძლებელია

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის თქმით, რუსეთისთვის დაწასებული სანქციები პირიქითა ეფექტის აღმოჩნდა და უფრო მეტად დააზარალა დასავლური სახელმწიფოები. 

"გლობალური ეკონომიკის განვითარება რუსეთის გარეშე შეუძლებელია. უცხოელი ეკონომისტები ცვლიან თავიანთ პროგნოზებს რუსეთს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციათა პირველი 3 პაკეტის შემდეგ ისინი ჩვენი ეკონომიკის 12%-იან კლებას ვარაუდობდნენ, დღეს კი სანქციების რამდენიმე ტალღის შემდეგ პროგნოზი 4.7%-მდე შემცირდა", - წერს ვოლოდინი. 

დუმის სპიკერის თქმით, პირიქით ვითარებაა აშშ-სა და ევროკავშირში, სადაც მისი თქმით, უკვე ზედიზედ მეორე კვარტლის განმავლობაში ეკონომიკა მცირდება. 

ვოლოდინის თქმით, ეს ვითარება მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არ არის ეფექტური და "ბუმერანგის პრინციპით დააზიანა აშშ-სა და ევროკავშირის ეკონომიკა". 

მსგავსი სიახლეები