ვოლოდინი: იანკებო გაეთრიეთ უკრაინიდან
რუსეთის დუმის სპიკერის თქმით, აშშ-ს მიერ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდება პირდაპირ მეტყველებს მათ მონაწილეობაზე შეიარაღებულ კონფლიქტში.
ამის შესახებ ვიაჩესლავ ვოლოდინი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს.
დასავლეთის მიერ უკრაინის გადარჩენისთვის აუცილებელი შეიარაღების მიწოდებას და სამხედრო დახმარებას ვოლოდინი საკუთარი იარაღის გამოცდის სურვილად ასაღებს და ამბობს, რომ დასავლეთს ომის წარმოების ახალი მეთოდების შესწავლა სურს.
"ეს ყველაფერი მიუთითებს ვაშინგტონის პირდაპირ მონაწილეობაზე შეიარაღებულ კონფლიქტში, რადგანაც შიშობს არ დაკარგოს კოლონია. იანკებო გაეთრიეთ უკრაინიდან",- წერს ვოლოდინი.
კონტექსტი
25 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი კიევისთვის Abrams-ის ტიპის ტანკების გადაცესცემს. ცოტა ხნით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ტანკების გადაცემის გადაწყვეტილება მრავალთვიანი განსჯის შემდეგ მიიღო გერმანიამაც.
ტელეკომპანია ABC-ის ცნობით, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე გამართული შეხვედრის დროს დასავლელი მოკავშირეები უკრაინისთვის 100-მდე Leopard-ის მიწოდებაზე შეთანხმდნენ.