ვოლოდინი: იანკებო ხელები შორს პუტინისგან
რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
"იანკებო ხელები შორს პუტინისგან. ჰააგაში გაჟღერებული სიგიჟე მეტყველებს ერთ რამეზე - დასავლეთს ისტერიკა აქვს. ჰააგის უცხოპლანეტური სასამართლოს ქაღალდები რუსეთზე არ ვცრცელდება",- წერს ვოლოდინი.
დუმის სპიკერის თქმით, დასავლეთმა ამოწურა რუსეთის სანქცირების რესურსი და ვერ მოახერხა რუსი ხალხის და ეკონომიკის გატეხვა.
"ვაშინგტონი და ბრიუსელი ხვდება - არის პუტინი, არის რუსეთი. სწორედ ამიტომაც ესხმიან თავს პუტინს. პუტინის ძალა ხალხის მხარდაჭერაშია",- წერს ვოლოდინი.
დუმის სპიკერის თქმით, ვლადიმირ პუტინზე ნებისმიერი თავდასხმა შეფასებული იქნება აგრესიად რუსეთის წინააღმდეგ.
კონტექსტი
ცოტა ხნის წინ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. მას ბრალი ედება სამხედრო დანაშაულში, უკრაინელი ბავშვების არაკანონიერი დეპორტაციის სახით.
უფრო მეტი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.