ვოლოდინი სანქციებზე: რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. 

"10 128 სანქციები დაუწესეს ჩვენ ქვეყანას, ეს უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე ქვეყნისთვის დაწესებული სანქციების რაოდენობა ისტორიაში. ამავდროულად ეს არის 10 128 გამოწვევა, რომელმაც უნდა გაგვაძლიეროს. აშშ-ს პრეზიდენტი ბაიდენი მიიჩჺნევს, რომ სანქციების ალტერნატივა მხოლოდ მესამე მსოფლიო ომია. ყველაფერი, რაც არ გვკლავს გვაძლიერებს",- წერს ვოლოდინი საკუთარ ტელეგრამ არხზე. 

დუმის სპიკერის თქმით, ჯო ბაიდენს წამსოცდა, რომ ამერიკელები უშუალოდ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში:
 
"დღეს ვაშინგტონი ფაქტობრივად კოორდინირებას უწევს და გეგმავს სამხედრო ოპერაციებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. უკრაინაში კიევის ნაცისტური რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა აშშ-საც უნდა დაეკისროს. ამერიკის ხელმძღვანელობამ უნდა შეავსოს სამხედრო დამნაშავეთა სიები".

მსგავსი სიახლეები