ვუჩიჩი: რუსეთიდან იარაღის იმპორტი შეუძლებელი გახდა, Mig-ებზე უარი ვთქვით
სერბეთის პრეზიდენტის თქმით, თითქმის 2-წლიანი ფიქრის შემდეგ, საბოლოოდ ფრანგული წარმოების სამხედრო თვითმფრინავების შეძენა გადაწყვიტა.
ალექსანდრ ვუჩიჩის სიტყვებს Bloomerg ავრცელებს.
ვუჩიჩის თქმით, ომის დაწყების შემდეგ დაწესებული სანქციების შედეგად რუსული წარმოების Mig29-ების ტექნიკური მომსახურება ძალიან გართულდა.
"ახლა თქვენ არ შეგიძლიათ თითქმის არაფრის იმპორტირება ან უფრო სწორად, თითქმის ვერაფერს რასაც შესაძლოა სამხედრო დანიშნულება ჰქონდეს, მართალია ეს რუსების გამო არ ხდება, მაგრამ მაინც",- ამბობს ვუჩიჩი.
სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა ზრდის სამხედრო ბიუჯეტს, მათ შორის Raphale-ის ტიპის ფრანგული თვითმფრინავების შესაძენად.
კონტექსტი
ჯერ კიდევ 2021 წლის მიწურულს სერბეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ისინი რუსული წარმოების Mig-ებსა და ფრანგულ Raphale-ის თვითმფრინავებს შორის მერყეობდა, თუმცა მაინც პრიორიტეტს ფრანგულ აპარატებს ანიჭებდა.
უკვე 2022 წლის გაზაფხულზე ვუჩიჩმა განაცხადა, რომ თვითმფრინავების შეძენის თაობაზე სერბეთი საფრანგეთთან მოლაპარაკეკებს უკვე აწარმოებდა. ვუჩიჩის თქმით, სერბეთი ასევე აწარმოებდა მოლაპარაკებებს კიდევ ერთ "ქვეყანასთან", 12 მეორადი თვითმფრინავების შეძენის საკითხზე.