WP: ხერსონზე მასირებული კონტ-იერიშისთვის უკრაინას შეიარაღება არ ჰყოფნის

ოკუპირებულ ხერსონზე მასირებული კონტრ-იერიშისთვის უკრაინას შეიარაღება არ ჰყოფნის. 

ამის შესახებ გაზეთ Washington Post-ის მიერ მომზადებულ მასალაშია ნათქვამი. გამოცემის ჟურნალისტები ფრონტის ხაზზე იმყოფებოდნენ სადაც უკრაინელ მებრძოლებს და მეთაურებს ესაუბრნენ. 

მასალაში ნათქვამია, რომ უკრაინელ ბოლო კვირებში განხორციელებული შედარებით მცირე მასშტაბის მაგრამ წარმატებული კონტრ-იერიშების შემდეგ, უკრაინელ მებრძოლებს თითქმის დაუცველ ღია სივრცეში უწევთ ბრძოლა. ვითარებას ართულებს ისიც, რომ ბოლო პერიოდში ოკუპანტებმა ხერსონის მიმართულებით დამატებით რამდენიმე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი გადაისროლეს. 

უკრაინული დაზვერვის მაღალჩინოსნის თქმით, მხოლოდ ბოლო კვირაში ხერსონში დამატებით 3 ათასამდე ჯარისკაცი გადაისროლეს და ამ დროისთვის ოკუპანტების დაჯგუფება მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირზე 15 ათასს შეადგენს. 

საგამოძიებო ჯგუფ Conflict Intelligence Team-ის მკვლევარების ცნობით, ამ ძალების უმეტესობა რუსეთის ელიტური ქვედანაყოფების მებრძოლები არიან, რომელთა მთავარი ამოცანაა ჩაანაცვლონ გამოფიტული დაჯგუფებები. 

"გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ჯერჯერობით რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი შეიარაღება კონტრ-იერიშის დასაწყებად",- ამბობს გამოცემასთან საუბარში უკრაინული დაზვერვის მაღალჩინოსანი. 

ამავდროულად გაზეთ მოჰყავს ამერიკელი სამხედრო ექსპერტის დმიტრი ალპეროვიჩის შეფასებაც, რომლის მიხედვითაც მალე რუსეთი იძულებული გახდება ხერსონიდან ჯარები თავად გაიყვანოს. 

ამის მიზეზად სამხედრო ექსპერტები ცოტა ხნის წინ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ყირიმში რუსეთის სამხედრო აეროდრომზე განხორციელებულ შეტევას და ხერსონის დაჯგუფებებთან დამაკავშირებელი მომარაგების ხაზების განადგურებას ასახელებს.

 

მსგავსი სიახლეები