WSJ: ჩინეთმა რუსეთისთვის იარაღის წარმოებისთვის საჭირო საქონლის მიწოდება გაზარდა

2022 წელს, როდესაც რუსეთი ღიად შეიჭრა უკრაინაში და მკაცრი საერთაშორისო სანქციები დაუწესდა, ჩინეთმა გაზარდა აგრესორი ქვეყნისთვის საქონლის მიწოდება, რომელიც შეიძლება იარაღის დასამზადებლად გამოიყენონ. ამის შესახებ 15 ივლისს The Wall Street Journal ჩინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.

ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ჩინეთმა რუსეთში მიკროჩიპების და სხვა ელექტრონული კომპონენტების ექსპორტი გაზარდა. ასევე მოიმატა ნედლეულის მიწოდებამ, რაც აგრესორი ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის ძალისხმევას ართულებს.

კერძოდ, ჩინეთიდან რუსეთში ჩიპების მიწოდება 2022 წლის პირველ ხუთ თვეში ორჯერ მეტი იყო, ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში, ხოლო ალუმინის ოქსიდის ექსპორტის მოცულობა, რომელიც გამოიყენება იარაღისა და საჰაერო კოსმოსურ მრეწველობაში, 400-ჯერ აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

Wall Street Journal წერს, რომ როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საწარმოები ჩართული არიან იმ საქონლით ვაჭრობაში, რომელიც პოტენციურად შეიძლება რუსეთმა თავდაცვის ინდუსტრიაში გამოიყენოს.

ამავდროულად, 2022 წელს ჩინეთიდან რუსეთში მთლიანი ექსპორტია კომპანიებში შეერთებულ შტატებთან კონფლიქტის შიშის გამო მნიშვნელოვნად შემცირდა, განმარტავს ამერიკული გამოცემა.

მსგავსი სიახლეები