WSJ: პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ რუსეთში 13 სამხედრო მაღალჩინოსანი დააკავეს

ევგენი პრიგოჟინის მიერ ორგანიზებული შეიარაღებული ამბოხის შემდეგ რუსეთის სპეცსამსახურებმა დააკავეს 13 სამხედრო მაღალჩინოსანი, ხოლო 15 სამსახურს ჩამოაცილეს. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, Wall Street Journal ავრცელებს.

გაზეთის ცნობით, დაკავებული სამხედრო მეთაურების ნაწილი უკვე არ იმყოფება საპატიმროში, თუმცა ისინი ჩამოშორებულები არიან სამსახურს, ხოლო მათი გადაადგილება შეზღუდულია. 

გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ დაკავებები დაკავშირებულია საკადრო წმენდასთან და იმ ადამიანების მოშორების სურვილთან, რომლებიც აღარ მიიჩნევიან სანდოდ. 

გაზეთის ცნობით, ამბხოსი დასრულების შემდეგ დაკავებულებს შორის სერგეი სუროვიკინის გარდა იყვნენ, ГРУ-ს უფროსის მოადგილე, ვლადიმირ ალექსეევი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მიხაილ მიზინცევი და სერგეი სუროვიკინის მოადგილე საჰაერო-კოსმოსურ ძალებში, ანდრეი იუდინი. 

Wall Streeg Journal-ის ცნობით, ამ დრომდე დაკავებულია, მაგრამ საპატიმროში არ იმყოფება სერგეი სუროვიკინი. გაზეთის წყაროს ცნობით, ამბოხის შემდეგ სუროვიკინი რამდენჯერმე დაკითხეს, თუმცა მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. წყაროს თქმით, სუროვიკინი ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა მას შემდეგ გაათავისუფლოს, რაც გადაწყვეტს თუ როგორ გაუმკლავდეს ამბოხის შედეგებს. 

გაზეთის ცნობით, ამ დროისთვის სამხედრო სამსახურს ჩამოაშორეს და გადაადგილება შეუზღუდეს ვლადიმირ ალექსეევს და ანდრეი იუდინს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა ბედია ეწია მიხაილ მიზინცევს, რომელიც შოიგუს მოადგილის პოსტიდან აპრილში გაათავისუფლეს. სამინისტროდან წამოსვლის შემდეგ მიზინცევი გავრცელებული ცნობებით ვაგნერში გაწევრიანდა. 

კონტექსტი 

ევგენი პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაწყებული საკადრო გადაადგილებების შესახებ აქტიურად იწერება რუსულ ტელეგრამ არხებში. 

რაც შეეხება თავად ევგენი პრიგოჟინის ბოლო ინფორმაციით, ვაგნერის დამფუძნებელი ამ დრომდე რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება. ცოტა ხნის წინ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ 29 ივნისს კრემლში ვლადიმირ პუტინი პრიგოჟინს და მისი არმიის მეთაურებს შეხვდა. 

მსგავსი სიახლეები