ყაზახეთმა რუსეთთან ერთად უკრაინაში შეჭრაზე უარი თქვა
რუსეთის ერთ-ერთმა ყველაზე ახლო მოკავშირემ, ყაზახეთმა, უკრაინაში ერთობლივ შეჭრაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას NBC ავრცელებს.
ამასთანავე, ყაზახეთი არ გეგმავს დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას.
"ჩვენ მივესალმებით ყაზახეთის გადაწყვეტილებას არ აღიაროს ლუჰანსკისა და დონეცკის დამოუკიდბლობა. ასევე მივესალებით ყაზახეთის უარს, შეურთდეს პუტინის ომს უკრაინაში." - ნათქვამია ამერიკის უშიშროების საბჭოს განცხადებაში.