ყაზახეთის მთავრობა დაიშალა: თოყაევს რეფორმები და უცხოური ინვესტიციები სურს
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი, ალიხან სმაილოვი და მისი კაბინეტის მინისტრები თანამდებობებს გამოემშვიდობნენ, როგორც ამას პრეზიდენტის ოფისი იტყობინება.
პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სმაილოვის განცხადება მიიღო, ხოლო მის ნაცვლად, ვიცე-პრემიერი რომან სკლიარი დანიშნა პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.
პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მიზეზები დასახელებული არ ყოფილა, თუმცა, მედიასა და საექსპერტო წრეებში ფიქრობენ, რომ თოყაევს რეფორმების გატარება სურს, რათა უცხოური ინვესტიციების მოზიდვა შეძლოს.
ყაზახი ექსპერტი თალგატ კალიევი აღნიშნავს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი იმედგაცრუებული იყო მთავრობის ამ შემადგენლობით.
"გადაყენება დაკავშირებულია ყაზახეთის სამომავლო ეკონომიკურ განვითარებასთან," - ამბობს ექსპერტი და აზუსტებს, რომ მთავრობამ ვერ წარმოადგინა ეფექტური ეკონომიკური გეგმა, რის გამოც პრეზიდენტის კრიტიკა დაიმსახურა.