ყაზახეთის შსს: სიტუაცია სტაბილურია, დაკავებულია 5000-ზე მეტი ადამიანი
ყაზახეთში მიმდინარე დემონსტრაციებზე სამართალდამცავებმა 5135 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ 9 იანვარს, დილით, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ერლან ტურგუმბაევმა განაცხადა.
ტურგუმბაევმა დემონსტრანტები მოსახლეობაზე თავდასხმასა და ძარცვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებისა და სამხედროების ფორმები ჩაიცვეს და ასე ჩაიდინეს სხვადასხვა ტიპის დანაშაული.
დემონსტრანტების წინააღმდეგ, ძარცვის, მკვლელეობის და ქურდობის ბრალდებით 125 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აქციების შედეგად ქვეყანამ 87 მილიარდი ტენგი ($200 მილიონი) იზარალა.