ყაზახეთში დაკავებული დემონსტრანტების რაოდენობა 8000-მდე გაიზარდა

 

ყაზახეთში გასულ კვირას დაწყებული პროტესტის 8000-მდე მონაწილე დააკავეს.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ქვეყანაში „ანტიტერორისტული ოპერაცია“ წარმატებით მიმდინარეობს და „ვითარება კონტროლის ქვეშაა“.

ოფიციალური ინფორმაციით, სულ დემონსტრაციებში - რომლებიც ხშირად პოლიციასთან სისხლიან შეტაკებით მთავრდებოდა- 164 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, დაიღუპა.

 


ყაზახეთში პროტესტი 2 იანვარს გათხევადებული ნავთობის გაზის ფასის ზრდის გამო დაიწყო, რომელიც მალე სახალხო დემონსტრაციებში გადაიზარდა.

პროტესტის მონაწილე ყაზახები ქვეყანაში გამეფებულ კორუფციას აპროტესტებდნენ და ყოფილი ლიდერის, ნურსულთან ნაზარბაევის ძალაუფლების სადავეებიდან ჩამოშორებას და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.

ყაზახეთის პრეზიდენტმა დემონსტრაციები „ტერორისტულ საფრთხედ“ შეაფასა და პროტესტის ჩასახშობად კრემლის მიერ მართული სამხედრო ალიანსის - ОДКБ-ს - ძალები მოიწვია.

გასულ კვირაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა პოლიციელებს დემონსტრანტებისთვის გაუფრთხილებლად სროლის ბრძანება მისცა.

მსგავსი სიახლეები