ყირგიზეთმა საზოგადოებრივ ადგილებში ნიქაბის ტარება აკრძალა

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები რელიგიურ სფეროში, რაც ზღუდავს ნიქაბების ტარებას, რომელიც თითქმის მთლიანად ფარავს სახეს.

21 იანვარს, მან ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც კრძალავს საჯარო ადგილებში ნიქაბის ტარებას, რომელიც "არ იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას".  

გამონაკლისს წარმოადგენს ტანსაცმელი, რომელიც დაკავშირებულია სამსახურთან და ოფიციალურ საქმიანობასთან ან სამედიცინო მიზეზების გამო სახის დაფარვასთან.

გარდა ამისა, ცვლილებების შედეგად აიკრძალა: სხვა აღმსარებლობის მიმდევრების, რელიგიურად ნეიტრალური ადამიანებისა და ათეისტების საკუთარ რელიგიაზე მოქცევა, რელიგიური რიტუალების ჩატარებას მოხუცთა სახლებში, ციხეებში, სამხედრო ნაწილებსა და სხვა დაწესებულებებში.

ასევე აკრძალულია რელიგიური ლიტერატურისა და სხვა მასალის გავრცელება სასწავლო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ადგილებში და კარდაკარ სიარულისას.

რომელიმე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია 20 ათასი სომის ჯარიმა (დაახლოებით 655 ლარი). ყირგიზეთის პარლამენტმა კანონპროექტს მხარი 2024 წლის დეკემბრის ბოლოს დაუჭირა.

რელიგიური ტანსაცმლის ტარება, რომელიც ფარავს სახეს - ნიქაბი და ბურქა - საჯარო ადგილებში აკრძალულია რამდენიმე ქვეყანაში: საფრანგეთში, დანიაში, ნიდერლანდებში და ევროკავშირის რამდენიმე სხვა ქვეყანაში.

მსგავსი სიახლეები