ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის სასაზღვრო შეტაკებას ორი პირი ემსხვერპლა

 

ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის საზღვრის სადავო მონაკვეთთან შეტაკებას ორი ტაჯიკი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.

შეტაკებიდან მალევე მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ტაჯიკეთს ეროვნული უშიშროების კომიტეტის განცხადებით, სასაზღვრო ინციდენტის შედეგად სულ 10 ტაჯიკი დაშავდა, მათ შორის 6 სამხედროა.

ტაჯიკური მედიის თანახმად, დაშავებულების რაოდენობა 17-ს აღწევს.

ყირგიზული მხარე 11 დაშავებულ პირზე საუბრობს.

ყირგიზეთის საგანგებო საქმეთა სამინისტროს თანახმად, სადავო საზღვრის მონაკვეთის ახლოს სოფლიდან 1500 პირის ევაკუაცია მოხდა.

რამ გამოიწვია შეტაკება?

ტაჯიკეთის სასაზღვრო უწყების განცხადებით, ინციდენტი საზღვართან ახლოს მდებარე ყირგიზული სოფლის ორმოცდაათამდე მკვიდრის მიერ სატვირთო მანქანისთვის გზის გადაკეტვამ გამოიწვია.

ტაჯიკურმა უწყებამ ყირგიზ კოლეგებთან შეხვედრა მოითხოვა, სადაც ისინი არ გამოცხადდნენ. ცოტა ხანში მათ საზღვრის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

საზღვრის სადავო მონაკვეთი სტრატეგიულ გზაჯვარედინზე გადის, რომელიც ტაჯიკეთს ყირგიზეთში მის ტერიტორიულ ანკლავთან - ვორუხის პროვინციასთან აკავშირებს. საზღვრის დემარკაციის პრობლემებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში მრავალჯერ მოჰყვა მხარეებს შორის სისხლიანი დაპირისპირება.

მსგავსი სიახლეები