ყირიმის ხიდზე თავდასხმის გამო პუტინი შეხვედრას გამართავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორშაბათს საღამოს ყირიმის ხიდზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს.

ამ ინფორმაციას სააგენტო ინტერფაქსი პუტინის პრესმდივანზე, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

პუტინმა ვიცე-პრემიერ მარატ ხუსნულინს დაავალა ადგილზე უხელმძღვნელოს ყირიმის ხიდზე სარემონტო-აღდგენით სამუშაოებს.

პესკოვის თქმით, პუტინმა უკვე მოისმინა ხუსნულინის, ФСБ-ს ხელმძღვანელის ალექსანდრ ბორტნიკოვის, ტრანსპორტის მინისტრის ვიტალი საველიევისა და ყირიმის თვითგამოცხადებული ლიდერის სერგეი აქსიონოვის მოხსენებები.

კონტექსტი

რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ყირიმის ე.წ. "ხელმძღვანელმა" სერგეი აქსიონოვმა დღეს განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე "საგანგებო ინციდენტი" მოხდა, რის გამოც ხიდზე მოძრაობა შეჩერდა. 

მანამდე რუსული მედია აცხადებდა, რომ ყირიმის ხიდს ციდან მოიერიშე თვითმფრინავები იცავენ, წყალქვეშ კი მყვინთავები და საბრძოლო დელფინები.

Українська правда-ს წყაროებმა განუცხადეს, რომ ყირიმის ხიდზე ღამის შეტევა უკრაინის უსაფრთხოების სამსასურისა და საზღვაო ძალების სპეცოპერაცია იყო.

მსგავსი სიახლეები