ყირიმში სამხედრო ობიექტების ფოტოების გამოქვეყნებისთვის სასჯელის გამკაცრება სურთ
დროებით ოკუპირებული ყირიმის ე.წ. "ხელისუფლება," საჰაერო თავდაცვისა და ნახევარკუნძულზე რუსული სამხედრო ობიექტების ფოტო ან ვიდეო გადაღებისთვის, პასუხისმგებლობის ფედერალურ დონეზე გამკაცრებას გეგმავს.
ამის შესახებ ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა Telegram-ზე განაცხადა.
"ყირიმი ფედერალურ დონეზე დააინიცირებს საკანონმდებლო ცვლილებებს საჯარო სფეროში, სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებზე, სოციალურ ქსელებში, ჩატებში, მესინჯერებში, სამხედრო და სტრატეგიული ობიექტების, საჰაერო თავდაცვისა და სხვა თავდაცვის სისტემების, ასევე კიევის რეჟიმის მიერ განხორციელებული ტერაქტების შედეგების მდებარეობის ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელებაზე პასუხისმგებლობის გამკაცრებაზე." - თქვა აქსიონოვმა.
კოლაბორაციონისტმა ადამიანებს, რომლებიც მსგავს ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებენ, " მოტივების მიუხედავად, მტრის ნებაყოფლობითი თუ უნებლიე თანამზრახველები" უწოდა.
შაბათს ღამით 17 უკრაინული დრონი ოკუპირებულ ყირიმში, ევპატორიას მახლობლად, თავს დაესხა რუსული ჯარების ლოგისტიკურ ბაზას, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ან დაიჭრა ათობით ოკუპანტი.