YouTube-მა და Facebook-მა უკრაინელი სეპარატისტების ანგარიშები დაბლოკეს

 

YouTube-მა და Facebook-მა აღმოსავლეთ უკრაინელი პრო-რუსი სეპარატისტების ანგარიშები დაბლოკა.

ე.წ. ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი ანგარიშები "ყოველგვარი ახსნა-განმარტების" გარეშე დაიბლოკა.

ლუჰანსკის საინფორმაციო ცენტრის YouTube-ის ანგარიში პარასკევიდან მიუწვდომელია. მისი მუშაობა "YouTube-ის საზოგადოების წესდების დარღვევის გამო შეწყდა".

გარდა ამისა, დაიბლოკა სეპარატისტების კიდევ რამდენიმე ანგარიში, მათ შორის, დონეცკის ინფორმაციის სამინისტრო და "სახალხო მილიცია".

დონეცკელი და ლუჰანსკელი სეპარატისტების გვერდები ფეისბუქმაც დაბლოკა.

უკრაინის აღმოსავლეთში ომი 2014 წლიდან მიმდინარეობს და ჯამში 14 000-ზე მეტი ადიმანი დაიღუპა. დასავლეთი რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი სეპარატისტების შეიარაღებაში და დაფინანსებაში ადანაშაულებს.

უკრაინის დასავლელი მოკავშირეები აცხადებენ, რომ რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული.

 

 

მსგავსი სიახლეები