Z-ბლოგერები მაისში უკვე მეორედ წერდნენ ЗСУ-ს იერიშზე, თუმცა კვლავ შეცდნენ

ხუთშაბათს საღამოს რუსი Z-ბლოგერები და ე.წ. ომის კორესპონდენტები მასიურად იტყობინებოდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიშის დაწყების შესახებ. 

დროის მოკლე მონაკვეთში გავრცელდა ცნობები უკრაინის კონტრშეტევების შესახებ დონეცკის, ზაპორიჟიის, ხერსონისა და ხარკივის ოლქებში. ზოგი Z-ტელეგრამ არხი ამ ცნობებს თავიდანვე სკეპტიკურად შეხვდნენ, უკვე მოგვიანებით იმავმა ბლოგერები საკუთარი ადრინდელი განცხადებები უარყვეს. 

მიმდინარე თვეში ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო, როდესაც რუსულ საინფორმაციო სივრცეში უკრაინის მასირებული კონტრიერიშის დაწყების შესახებ იუწყებოდნენ. 

რას წერდნენ Z-ბლოგერები 

"კიევის კონტრშეტევა დაიწყო. ЗСУ-ს ტანკები ხარკივის გვერდის ავლით, რუსეთის საზღვრისკენ მოემართებიან",- წერდა 21 საათზე Комсомольская правда-ს კორესპონდენტი, ალექსანდრ კოცი. მისი თქმით, ბახმუტში უკრაინის არმიის გააქტიურების ფონზე, უკრაინა ცდილობდა საფრთხე შეექმნა ბელგოროდის ოლქისთვის. 

ბახმუტში ЗСУ-ს გააქტიურებაზე წერდა ВГТРК-ს სამხედრო კორესპონდენტი, ევგენი პადუბნი. - "ჩავთვალოთ, რომ კიევის კონტრიერიში დაიწყო",- წერდა პადუბნი. 

ზოგმა Z-ბლოგერმა ЗСУ-ს გააქტიურება შენიშნა დონეცკის შემოგარენში მდებარე მაიორსკთან - "ასე, რომ ჟენია (პრიგოჟინი) მართალია, როგორც ჩანს კონტრიერიში დაიწყო",- წერდასიმიონ პეგოვი, იგივე WarGonzo. 

პროპაგანდისტული RT-ის წყაროები იტყობინებოდნენ უკრაინის სამხედრო კატარების კონცენტრაციის შესახებ ხერსონის ოლქში, კერძოდ ბერისლავის მახლობლად. 

რა გაირკვა 

საკმაოდ სწრაფად გაირკვა, რომ Z-ბლოგერების მიერ გავრცელებული ცნობების ნაწილი არ შეესაბემაბოდა სიმართლეს, ხოლო მეორე ნაწილი გადაჭარბებული იყო. ხერსონის ოლქში ЗСУ-ს დესანტის გამოჩენის შესახებ ინფორმაციის პირველწყარო კიდევ ერთი სამხედრო კორესპონდენტი, ვლადისლავ უგოლნი იყო. მოგვიანებით უგოლნიმ დაწერა, რომ მან მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ცნობა, რათა ეჩვენებინა თუ როგორ ხდება პანიკის და დეზორგანიზაციის დათესვა რუსულ მედიაში. 

მალევე საკუთარი განცხადებები უარყო ევგენი პადუბნიმაც და თქვა, რომ სამხრეთ ფრონტზე ჩვეული ვითარება იყო. მალევე პადუბნის დაეთანხმა ალექსანდრ კოციც. 

საკუთარი ცნობები მხოლოდ ნაწილობრივ უარყო WarGonzo-მ - "იერიში დღეს და გუშინ არ დაწყებულა, მოწინააღდეგე ყოველდღიურად ცდილობს ჩვენი სუსტი წერტილების გამოვლენას."

ЗСУ-ს მასირებული კონტრიერიშის დაწყების შესახებ გავრცელებულ ცნობებს თავიდანვე სკეპტიკურად შეხვდა დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი, იგორ სტელკოვი. ФСБ-ს თადარიგის პოლკოვნიკი წერდა, რომ უკრაინელები ბახმუტის დასავლეთ ნაწილში ვაგნერის მიერ ორგანიზებული რკალის გახლეჩას ცდილობდნენ. - "თუ მოწინააღმდეგე განახორციელებს მასშტაბურ დარტყმას ბახმუტთან, ეს მხოლოდ დამხმარე ხასიათის ოპერაცია იქნება",- წერდა სტრელკოვი. 

უკვე ღამის საათებში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა გამოეხმაურებოდა საინფორმაციო ხმაურს. შოიგუს უწყებაში განაცხადეს, რომ სხვადასხვა მიმართულებებზე უკრაინელების მიერ ფრონტის გარღვევის შესახებ გავრცელებული ცნობები არ შეესაბამებოდა სიმართლეს. "გენერალურად ვითარება კონტროლქვეშაა",- წერდა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ ეს შესაძლოა მიანიშნებს იმაზე, რომ ლოკალური ვითარება შესაძლოა სწორედაც რომ არ იყო კონტროლქვეშ. 

აქ უმთავრესად ბახმუტთან შექმნილი ვითარება იგულისხმება - გასული დღეების განმავლობაში პირველად ბოლო თვეებში საქმე გვქონდა უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევებთან ბახმუტის მიმართულებით. 

უფრო მეტი ბახმუტში არსებულ ვითარებაზე წაიკითხეთ აქ

კონტექსტი 

ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც რუსული წყაროები ЗСУ-ს მასირებული იერიშის დაწყების შესახებ იუწყებიან - 3 მაისს ზაპორიჟიის საოკუპაციო ადმინისტრაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი წერდა, რომ ზაპორიჟიაში უკრაინის დაანონსებული კონტრიერიში დაიწყო. იმავე დღეს მსგავსი შინარსის განცხადება გაავრცელა ჩვკ ვაგნერის დაფმუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმაც. 

უფრო მეტი უკრაინის კონტრიერიშის შესახებ გაიგეთ ჩვენი პოდკასტიდან არასაფრენი ზონა. 

 

მსგავსი სიახლეები