ზალუჟნი ევროპაში ნატოს ძალების მთავარსარდალს შეხვდა
30 აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს და ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდალს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა.
ამის შესახებ ზალუჟნიმ Telegram-ზე განაცხადა.
"დეტალურად ვისაუბრეთ ფრონტის ხაზზე არსებულ ოპერატიულ ვითარებაზე, აღვწერეთ შესაძლო სცენარები, საფრთხეები და წინაპირობები ჩვენი სამომავლო ქმედებებისთვის. მიზნად დავისახეთ მოვემზადოთ ისე, რომ შეძლებისდაგვარად შევასრულოთ გარკვეული ამოცანები." - აღნიშნა ზალჟნიმ.
მისი თქმით, კავოლისთან საუბარში მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის დროული მიწოდების მნიშვნელობაზე.
"მან ხაზი გაუსვა უკრაინისთვის შეიარაღებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების ფართო სპექტრის მიწოდების აუცილებლობას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რუსეთის აგრესიასთან დაპირისპირების პრობლემური საკითხების მოგვარებას", - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.
გენერალ კავოლისთან ზალუჟნიმ ასევე უკრაინელი სამხედროების მომზადება განიხილა.
"ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ დიალოგი და ვიმუშაოთ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად", - თქვა მან.