ზალუჟნი: რუსეთი ყალბ ვიდეოებს იღებს, თითქოს უკრაინელები არაადამიანურად ეპყრობიან რუს ტყვეებს
რუსი ოკუპანტები იღებენ ყალბ ვიდეოებს უკრაინელი სამხედროების მიერ რუსი ტყვეების მიმართ სავარაუდო "არაადამიანური მოპყრობის" შესახებ. განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნიმ ავრცელებს.
"უკრაინის თავდაცვის ძალების დისკრედიტაციის მიზნით, მტერი იღებს და ავრცელებს ინსცენირებულ ვიდეოებს, სადაც სავარაუდოდ 'უკრაინელი სამხედროები' 'რუს ტყვეებს' არაადამიანურად ეპყრობიან. აღვნიშნავ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები და სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებები მკაცრად იცავენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის რეალობა და ენდოთ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს", - განაცხადა მან.
27 მარტს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ უკრაინელი სამხედროები რუს ტყვეებს ესვრიან.