ზალუჟნი: ტიტანური ძალისხმევის ხარჯზე ბახმუტში ვითარება სტაბილურდება
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის თქმით, თავდაცვის ძალები ბახმუტთან ვითარების სტაბილიზაციას ახერხებენ.
ამის შესახებ ვალერი ზალუჟნიმ ბრიტანელ კოლეგასთან, ენტონი რადაკინთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.
"ბრიტანელ კოლეგას გავაცანი ოპერატიული ვითარება ფრონტის მთელ მონაკვეთზე. ბახმუტის მიმართულებით - ყველაზე რთული ვითარებაა. ჩვენი მებრძოლების ტიტანური ძალისხმევის ხარჯზე ვახერხებთ ვითარების სტაბილიზაციას",- ნათქვამია ოფიციალურ შეტყობინებაში.
გარდა ამისა რადაკინმა და ზალუჟნიმ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება და ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
"ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი პარტნიორების დახმარებით და აუცილებელად მოვიპოვებთ გამარჯვებას",- ამბობს ზალუჟნი.
კონტექსტი
ბახმუტი მიმდინარე ომის ყველაზე გრძელი და სისხლიანი ბრძოლაა - უკვე 7 თვეა ოკუპანტები ქალაქის დაკავებას ცდილობენ. ამ დროისთვის ოკუპანტებმა უკვე დაიკავეს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილი და პრაქტიკულად 3 მხრიდან ალყაში აქვთ მოქცეული.
მიუხედავად ამისა, უკრაინულ გარნიზონს კვლავ რჩება უკან დასახევი შედარებით უსაფრთხო გზები, თუმცა ბოლო დღეებში სხვადასხვა წყარო მიუთითებს, რომ ბახმუტში ოკუპანტების შეტევების ტემპი საგრძნობლად შემცირდა და რუსეთის დანაყოფების შეტევა კულმინაციის წერტილს აღწევს.