ზალუჟნიმ სადოქტორო დისერტაცია საიდუმლო თემაზე დაიცვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ დისერტაცია დაიცვა და ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიიღო.

ამ ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

დისერტაციის ნახვა შეუძლებელია, რადგან ის სახელმწიფო საიდუმლოებაა.

თუმცა, საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით ცნობილია, რომ ზალუჟნის დისერტაციის თემა სამხედრო დისციპლინა, დისციპლინური გადაცდომები და ამისთვის დაკისრებული სახდელებია.

სამხედრო დისციპლინური კანონმდებლობის საკითხებს ეძღვნება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სხვა პუბლიკაციები. თავის ნაშრომებში ზალუჟნი სახელმწიფო სასჯელაღსრულების სამსახურის აკადემიის ადმინისტრაციული, სამოქალაქო და ეკონომიკური სამართლისა და პროცესის განყოფილების კურსდამთავრებულად არის მოხსენიებული.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი არაერთხელ ესწრებოდა ოდესის სამართლის აკადემიის ღონისძიებებს, მაგალითად, მისი სტუდენტების მიერ სასწავლებლის დამთავრების დღეს.

მსგავსი სიახლეები