ზელენსკი: 1 სექტემბრიდან რუსული ოკუპაციისგან 1000 კმ²-ზე მეტი გავათვისუფლეთ

1 სექტემბრიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის ტერიტორიის 1000 კმ²-ზე მეტი გაათავისუფლეს რუსული ოკუპაციისგან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 სექტემბერს საღამოს გამოსვლაში განაცხადა.

"დღეს მე გავმართე უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის ახალი სხდომა. პირველ რიგში, ჩვენს აქტიურ მოქმედებებთან დაკავშირებით ფრონტის ხაზზე. მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციების ფარგლებში ჩვენმა გმირებმა უკვე გაათავისუფლეს ათობით დასახლება. დღეს კი ეს მოძრაობა გაგრძელდა. არის ახალი შედეგები", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ 1 სექტემბრის შემდეგ უკრაინის ტერიტორიის 1000 კმ²-ზე მეტი გათავისუფლდა და მადლობა გადაუხადა არმიას, დაზვერვის ოფიცრებს და სპეცსამსახურებს "ყველა უკრაინის დროშისთვის, რომელიც ამ დღეებში დაიდგა".

პრეზიდენტმა დასძინა, რომ დღეს შტაბის სხდომაზე ოპერატიული ტერიტორიების მეთაურებისგან მოისმინეს მოხსენებები, "არსებობს გარკვეული გადაწყვეტილებები". მისივე თქმით, შტაბი გააგრძელებს მუშაობას ხშირი შეხვედრების ფორმატში, რათა საველე მეთაურებს ჰქონდეთ სრული მხარდაჭერა ყველა დონეზე.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინული მიწების გათავისუფლება "ყველას დამსახურებაა, ვინც მკაფიოდ და დროულად ასრულებს თავდაცვის გენერალურ გეგმას".

მსგავსი სიახლეები