ზელენსკი: 24 თებერვლიდან უკრაინის 1027 ქალაქი და დაბა განთავისუფლდა რუსული ჯარებისგან
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 ივლისის შედეგების შემდეგ ვიდეომიმართვაში ქვეყანაში ოკუპირებული და დეოკუპირებული დასახლებების რაოდენობა დაასახელა.
"აუცილებელია არა მხოლოდ ყველაფრის აღდგენა, რაც ოკუპანტებმა გაანადგურეს, არამედ ახალი საძირკვლის შექმნა ჩვენი ცხოვრებისთვის, უკრაინისთვის, რომელიც იქნება უსაფრთხო, თანამედროვე, კომფორტული, ბარიერების გარეშე. ამისათვის საჭიროა უზარმაზარი ინვესტიციები - მილიარდები, ახალი ტექნოლოგიები, საუკეთესო პრაქტიკა, ახალი ინსტიტუტები და, რა თქმა უნდა, რეფორმები. ახლა კი, ორშაბათს, უკრაინა ლუგანოში წარადგენს ეროვნულ გეგმას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი", - განმარტა მან.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 24 თებერვლის შემდეგ საომარი მოქმედებები უკრაინის 10 რეგიონის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
"ამ დროის განმავლობაში 1027 ქალაქი და დაბა განთავისუფლდა, კიდევ 2610 ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება და მათი უმრავლესობა უნდა აღდგეს. ასობით მათგანი რუსულმა არმიამ მთლიანად გაანადგურა, რეალურად უნდა აღდგეს. მაგრამ ამის გარდა, უკრაინის სხვა რეგიონებში ათეულობით ქალაქზე მოხდა სარაკეტო თავდასხმება. ასობით საწარმო განადგურდა", - განმარტა პრეზიდენტმა.