ზელენსკი ავდიივკაში: უკრაინელი სამხედროები მტკიცედ იცავენ თავიანთ პოზიციებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 29 დეკემბერს ავდიივკადან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თავდაცვის ვითარებასა და საჭიროებებზე ისაუბრა.
პრეზიდენტმა გენერალ მარკ ბეზრუჩკოს სახელობის 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის პოზიციები მოინახულა. ზელენსკიმ საუკეთესო ჯარისკაცები სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა და უკრაინის გმირის "ოქროს ვარსკვლავი" უმცროს სერჟანტ იგორ ტიმოშჩუკს გადასცა.
"აქ სიცოცხლე იბრძვის, ჩვენ მადლობელი ვართ ყველა ჯარისკაცის, ყველა მეზღვაურის, სერჟანტის, ყველა ოფიცრის, ვინც ამ ომს გაუძლო. მადლობა თქვენ! ავდიივკაში გუნდთან ერთად მივულოცეთ ჯარისკაცებს შობა და ბედნიერი ახალი წელი ვუსურვეთ.
უსაზღვრო მადლობა მათ ნათესავებს, ჩვენი გმირების ოჯახებს და ყველას, ვინც ეხმარება, ვინც მუშაობს, რომ ფრონტზე მყოფ ბიჭებს ყველაფერი ჰქონდეთ, რაც მათ სჭირდებათ." - აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ ზელენსკიმ ბრიგადის მეთაურის, ნიკოლაი ჩუმაკის მოხსენება მოისმინა ოპერაციული სიტუაციის მიმართულებით და თავდაცვითი ოპერაციების მიმდინარეობის შესახებ. მისი თქმით, რუსი დამპყრობლები ხალხს არ ზოგავენ, მაგრამ უკრაინელი სამხედროები მტკიცედ იცავენ თავიანთ პოზიციებს.
დონეცკის რეგიონში ვიზიტისას პრეზიდენტმა სამხედრო სამედიცინო კლინიკური ცენტრის 59-ე სამხედრო მობილური ჰოსპიტალის მოწინავე ქირურგიული ჯგუფი მოინახულა და მედიკოსები დააჯილდოვა.