ზელენსკი: ჩვენ გავუძელით და წარმატებით მოვიგერიეთ მტრის თავდასხმები
რუსმა ოკუპანტებმა სამი დღის განმავლობაში უკრაინელი სამხედროების მიმართ ვერანაირი უპირატესობა ვერ მოიპოვეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 თებერვალს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
"შემიძლია დავიწყო კარგი ამბებით - ჩვენ გავუძელით და წარმატებით მოვიგერიეთ მტრის თავდასხმები. ბრძოლა გრძელდება ჩვენი ქვეყნის ბევრ ქალაქსა და რეგიონში, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ვიცავთ ქვეყანას, მიწას, ბავშვების მომავალს", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ კიევი და უკრაინის დიდი ქალაქები კვლავ უკრაინის არმიის მიერ კონტროლდება.
"დამპყრობლებს სურდათ ჩვენი ქვეყნის ცენტრის დაკავება და მათი მარიონეტების ხელისუფლებაში მოყვანა, როგორც დონეცკში. ჩვენ მათი გეგმა ჩავშალეთ. მტერს არანაირი უპირატესობა არ გააჩნია", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ქუჩებში, კიევის ცაში, ვასილკოვში, ვიშგოროდში და მიმდებარე მინდვრებში "ნამდვილი ბრძოლა მიდის კიევისთვის".
"მტერმა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა ყველაფერი: რაკეტები, მებრძოლები, დრონები, არტილერია, ჯავშანტექნიკა, დივერსანტები, დესანტი. ოკუპანტები ურტყამენ საცხოვრებელ ადგილებს. სარაკეტო არტილერიიდან ცდილობენ გაანადგურონ ენერგეტიკული ობიექტები. მათი საშინელი ტაქტიკა აქვთ. რაკეტებითა და არტილერიით განადგურებული საცხოვრებელი კორპუსები - ეს არის საბოლოო არგუმენტი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენთან ერთად შეაჩეროს ინტერვენცია", - განაცხადა ზელენსკიმ.