ზელენსკი: ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ოღონდ რუსეთის სხვა პრეზიდენტთან

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინა კვლავ მოლაპარაკებების პრინციპის ერთგულია, თუმცა არა ვლადიმირ პუტინთან. 

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. 

"უკრაინა იყო და არის ლიდერი დიპლომატიური ძალისხმევის კუთხით. სწორედ ჩვენი სახელმწიფო სთავაზობდა რუსეთს განსხვავებული, ღირსეული, თანასწორი და სამართლიანი პირობებით თანაარსებობას. ცალსახაა, რომ რუსეთის მოქმედ პრეზიდენთან ამის მიღწევა შეუძლებელია. ამიტომაც ჩვენ მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, ოღონდ სხვა პრეზიდენტთან",- განაცხადა ზელენსკიმ. 

იმავე საბჭოს სხდომაზე უკრაინამ დაჩქარებული წესით ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთება დააანონსა. 

მსგავსი სიახლეები