ზელენსკი: დღეს მარიუპოლი ყველაზე საშინელი ადგილია ევროპაში, იქ ჯოჯოხეთია

დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ახლა ყველაზე საშინელი ადგილია ევროპაში, სადაც შენობების 90%-ზე მეტი განადგურდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 31 მარტს ამის შესახებ ბელგიის პარლამენტთან ისაუბრა.

"უკრაინის სამხრეთით არის ქალაქი მარიუპოლი - ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და ეკონომიკურად ძლიერი ქალაქი უკრაინაში. ეს იყო ამ ომამდე. ახლა კი ამ ქალაქის ყველა შენობის 90%-ზე მეტი მთლიანად განადგურდა რუსული ავიაციის, არტილერიის, ნაღმტყორცნების და ტანკების მიერ. მარიუპოლის ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ხალხი დანგრეული კორპუსების ეზოებშია დამარხული", - განაცხადა მან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მარიუპოლი სამ კვირაზე მეტია სრულ ბლოკადაშია.

"რუსმა სამხედროებმა ქალაქის ყველა შესასვლელი დაკეტეს და ზღვიდან მისასვლელი გადაკეტეს. იქ არაფერია - წყალი, წამალი, საკვები - სიცოცხლე არ არის. უბრალოდ იქ არ არის. არაფერია ისეტი, რაც სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელია. მაგრამ მარიუპოლი არ ნებდება, მარიუპოლი აგრძელებს დამპყრობლებთან ბრძოლას", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, მარიუპოლის დამცველებს ქალაქის დატოვება და მისი რუსი დამპყრობლებისთვის გადაცემა შეეძლოთ, მაგრამ ისინი ამას არ დათანხმდნენ.

მსგავსი სიახლეები