ზელენსკი დონეცკისა და ლუჰანსკის აღიარებაზე: არ წამოვეგებით პროვოკაციებს

 

რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარების შემდეგ უკრაინელებს მიმართა. ზელენსკის თქმით, რუსეთის აღიარება ვერ შეცვლის უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. 

ამავდროულად ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რჩება მშვიდობიანი გზის მომხრე და არ წამოეგება არანაირ პროვოკაციებს. 

"ჩვენ ვიქნებით მშვიდები და თავდაჯერებულები, ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის. უკრაინის ოკუპირებული რაიონების აღიარება რუსეთის მხრიდან მინსკის შეთანხმებების ცალმხრივ დატოვებას ნიშნავს. ეს ასევე ძირს უთხრის მშვიდობიან დარეგულირებას და მოლაპარაკებების არსებულ ფორმატს. დღევანდელი გადაწყვეტილებით რუსეთი ახდენს საკუთარი ჯარების ყოფნის ლეგალიზებას, რომლებიც სინამდვილეში უკრაინაში 2014 წლიდან მოყოლებული არიან. ქვეყანა, რომელიც 8 წელია მხარს უჭერს ომს, ვერ იქნება მშვიდობის მხარდამჭერი", - თქვა ზელენსკიმ

ამავდროულად ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე მოითხოვა ნორმანდიის ფორმატის რიგგარეშე სხდომა. ასევე, უკრაინისა და საფრანგეთის მოთხოვნით უკვე ჩანიშნულია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რიგგრაშე სხდომაც. 

მსგავსი სიახლეები