ზელენსკი: ელექტროენერგიის მიწოდება 6 მილიონ უკრაინელს აღუდგა

17 დეკემბერს ენერგეტიკოსებმა თითქმის 6 მილიონ უკრაინელისთვის ელექტროენერგიის დაბრუნება შეძლეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"დღეს მთავარია ენერგეტიკა. თითქმის 6 მილიონმა უკრაინელმა შეძლო ელექტროენერგიის დაბრუნება. სარემონტო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ ენერგოსისტემის სტაბილიზაციისთვის ბევრი სამუშაოა გასაწევი.

"არის გათბობის და წყალმომარაგების პრობლემაა. ურთულესი მდგომარეობაა კიევშიი და კიევის რეგიონში, ვინიცაში, ლვოვში. მაგრამ ბევრ სხვა რეგიონში, სამწუხაროდ, არის მასშტაბური გათიშვა: ეს არის დნიპრო, ვოლინი, ჟიტომირი, ივანო-ფრანკოვსკის ოლქი, ოდესა, პოლტავა, ტერნოპოლი, ჩერნიგოვი და სხვა ქალაქები და რეგიონები", - განაცხადა ზელენსკიმ.

16 დეკემბერს რუსეთის ფედერაციამ მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა უკრაინაზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსების მიერ გასროლილი 74 ფრთოსანი რაკეტიდან 60 ჩამოაგდეს.

მსგავსი სიახლეები