ზელენსკი ფრონტზე არსებულ ვითარებაზე: დადებითი შედეგები გვაქვს
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ საღამოს მიმართვაში განაცხადა, რომ საომარი მოქმედებები 2000 კილომეტრის ფრონტზე გრძელდება
"სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ფრონტის ბევრ სექტორში, რომელთა საერთო სიგრძე 2000 კმ-ზე მეტია - დონეცკის, ხარკოვის, ხერსონის, ასევე მიკოლაივის და ზაპოროჟიეს რაიონებში. რამდენიმე მიმართულებით გვაქვს დადებითი შედეგები", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან დასძინა, რომ რაც არ უნდა მოხდეს ამ კვირაში რუსეთში, არ აქვს მნიშვნელობა რა ნაბიჯებს გეგმავს ტერორისტული სახელმწიფო - პოლიტიკური თუ სამხედრო - უკრაინის ამოცანები ვერ შეიცვლება.
"ჩვენ ვიბრძვით ყველა უკრაინელის სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.