ზელენსკი: იმდენი რუსი ჯარისკაცია დატყვევებული, რომ მათ სამართავად სპეციალური სტრუქტურაა საჭირო
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 11 მარტს საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა შექმნა სპეციალური საკოორდინაციო შტაბი, რომელიც განიხილავს რუსი სამხედრო ტყვეების საკითხებს.
"დატყვევებული ოკუპანტების რაოდენობამ უკვე მიაღწია იმ დონეს, რომ ეს საკითხი არ შეიძლება მართოს იმ სტრუქტურებმა, რომლებიც ჩვენ გვქონდა ომამდე. ამიტომ, დღეს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა შექმნა სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი." - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინაში ტყვედ ათასობით რუსი სამხედრო ჩავარდა და პირობა დადო, რომ მათ საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად მოექცევიან.
"მაგრამ იმდენი არიან, რომ ჩვენ გვჭირდება სპეციალური სტრუქტურა, რომელიც განიხილავს ყველა საკითხს", - განმარტა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა მოუწოდა უკრაინაში ჩასულ რუს ჯარისკაცებს დატოვონ უკრაინა, სანამ გაქცევის საშუალება ჯერ კიდევ არსებობს.