ზელენსკი: ის ხალხი, ვინც ხმას პუტინს აძლევს, ხმას მკვლელს მისცემს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთში ნავალნის გარდაცვალება მხოლოდ ადასტურებს, რომ პუტინი მკვლელია და ხალხმა, ვინც მას ხმას მისცემს, უნდა გაიგონ, რომ მკვლელს ირჩევენ.
ამის შესახებ ზელენსკიმ ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"თქვენთან ერთად ვხედავთ, რომ მკვლელი კენჭს იტრის არჩევნებზე, ადამიანებმა, ვინც მას ხმას მისცემს, ნათლად უნდა გაიგონ, რომ ხმას აძლევენ მკვლელს და აირჩევენ მკვლელს თავიანთ პრეზიდენტად.
ადამიანებმა, რომლებსაც დღეს ეკონომიკური ურთიერთობა აქვთ ამ კაცთან, უნდა იცოდნენ, რომ ლიდერობის დონის მიუხედავად, სისხლიან ფულს აკეთებენ, რადგან მკვლელთან აქვთ კონტრაქტები." - აღნიშნა მან.
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ ლიდერებმა, რომლებიც არჩევნების შემდეგ პუტინის არჩევას მიესალმებიან, უნდა იცოდნენ, რომ მკვლელის ლეგიტიმაცია მოახდინეს.