ზელენსკი: ივნისში რუსეთი 300 ათასი ჯარისკაცის მობილიზებისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი 1 ივნისს დამატებით 300 ათასი ჯარისკაცის მობილიზებისთვის ემზადება.

ამის შესახებ მან კიევში, ფინეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"შემიძლია ვთქვა, რომ 1 ივნისს რუსეთი მზად არის 300 ათასი ჯარისკაცის მობილიზებისთვის." - თქვა მან.

ზელენსკიმ ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანის მობილიზებას გეგმავს წელს უკრაინა. მისი თქმით, უკრაინს ნახევარი მილიონი ადამიანი არ სჭირდება.

"რაც შეეხება კონკრეტულ რაოდენობას, ვინც იქნება მობილიზებული, ვერ გეტყვით... ჩვენ არ გვჭირდება ნახევარი მილიონი ადამიანი," - განაცხადა ზელენსკიმ.

31 მარტს რუსეთში გამოქვეყნდა ვლადიმერ პუტინის ბრძანება საგაზაფხულო გაწვევის შესახებ, რომლის ფარგლებშიც 150 ათას ადამიანს გაიწვევნ.

ასევე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 3 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან აგრესორი ქვეყნის ჯარში 100 ათასზე მეტი ადამიანი უკვე შევიდა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში.

მსგავსი სიახლეები